“დროა დონალდ ტრამპი საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკა ისეთი სასტიკი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც ქვეყანაში არასდროს ყოფილა, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ვერ აცნობიერებს.
„ჩვენს ქვეყანაში ისეთი სასტიკი გამოწვევებია, როგორიც არასდროს ყოფილა, დონალდ ტრამპი კი საკუთარ თავს ტაშს უკრავს. ჩემი აზრით, მას წარმოდგენაც არ აქვს, რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში. წარმოდგენა არ აქვს იმ ტკივილის სიღრმეზე, რომელსაც ამდენი ადამიანი განიცდის. დროა, საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს”, – აცხადებს ბაიდენი.
შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაში მონაწილე სამართალდამცველების დასჯის მოთხოვნით აქციები შეერთებულ შტატებში უკვე 11 დღეა იმართება.
კომენტარები