აშშ-ში რასიზმისა და პოლიციის ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ მიმართული აქციები უკვე მე-12 დღეა გრძელდება.
ვაშინგტონში პროტესტის გამოსახატად ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გავიდა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ თეთრ სახლამდე მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტა.
აღნსანიშნავია, რომ ვაშინგტონის მერი, მურიელ ბოუზერი ქალაქში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციას შეურთდა.
აქციები პარალელურად იმართება ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში და სხვა დიდ ქალაქებში.
CNN-ის ცნობით, ნიუ-იორკში მშვიდობიანი აქციის მსვლელობისას პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.
კომენტარები