ოკუპანტებმა სუფელ მუჟავადან სამი ადამიანი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, მაშინ როდესაც ახალგაზრდები ჯართს აგროვებდნენ. დაკავებულები სოფელ ლიას მცხოვრებლები არიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
რუსი ოკუპანტების მიერ მაისში ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი საქართველოს რამდენიმე სოფელში მიმდინარეობდა, მათ შორის – მუჟავაშიც.
იმედინიუსი
კომენტარები