ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“აი ყველაფერი ყველაფერი, ბევრი ტყუილი იყო, ბევრი ცილისწამებაც, ბევრიც ,,შიგნიდან,,გამოჟონილი ამბავი, მაგრამ დეპუტატ მათიკაშვილის მამა იყო ყოვლად ამაზრზენი, ამას ვერაფრით ,,გავაპრავებთ,, არც არაფერი მოუგონებიათ, ყვარელში სააკაშვილის სახლში თამადა იყო და მიშას ,,აღმაშენებელს,, ეძახდა, ვიდეო კადრები გვანახეს ხომ ასეა? ეს ხომ სიმართლე იყო? როცა კითხეს, საიდან მოიტანე 120 ათასი დოლარი რომელიც შენს შვილს უწერია დეკლარაციაში მამამ მაჩუქაოო და კაცი შეშლილივით წამოხტა და გათერიეთ აქედან ძაღლებს დავაგლეჯინებ თქვენს თავსოო რომ კიოდა, რა იყო ეს?არის რაღაც. რისიც უნდა შეგრცხვეს ადამიანს, მთავრობების კი არა, ხალხის უნდა შეგრცხვეს ხალხის!
კომენტარები