ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“რამდენიმე ადგილას წავიკითხე მითი იმაზე, რომ თურმე ახლანდელი ოპო-ტელევიზიები აშავებენ იმათ, ვისი გაშავებაც უნდა დღევანდელი ოცნების ერთ ფრთასო და ვინ ,,შავდება” ბოლო ორი გადაცემა?
ღარიბაშვილი, კალაძე, გახარია, ნაცვლიშვილი, კობახიძე, ხაინდრავა, მათიკაშვილი და ,,გარესპიკერები”?
მაგარი ფანტაზია გაქვთ რა, თუ ესენი (ჩვენ) ამ სიუჟეტებით ვშავდებით, ე.ი თქვენ ასე გდომებიათ რომ დაგენახათ და თუ ჩვენ ამით ვინმე, სადმე, რაღაცნაირად ,,გვაფუჭებს” ვინღა რჩება ოცნებაში? ზაქარია ქუცნაშვილი?
ფანტაზიები გაქვთ უჭვრეტი
ეჭვი – აი რა არის ყოველთვის ფეიკ ნიუსების მიზანი.”
კომენტარები