ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული 28 წლის კაცი დაიღუპა. ის მე-16 სართულიდან გადავარდა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სამუშაოებს შპს „CMC მეზღვაური“ აწარმოებს.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ამ კომპანიის მიმართ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის იანვარში დაიწყო სამართალწარმოება და ის 30 000 ლარით არის დაჯარიმებული.
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას ექსკლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები