რამდენიმე დღის წინ, დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წევრმა, ემზარ კვიციანმა, სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ სამართლიანობისთვის იწყებს ბრძოლას.
“ალია” დაუკაშირდა მას და დეტალებზე ვისაუბრეთ, ემზარ კვიციანი გვიყვება, რომ გაამართლეს, მაგრამ წართმეულ ქონებას არ უბრუნებენ.
კვიციანი იხსენებს სასამართლო პროცესებს და გვიყვება, როგორ იცნო კადრებში ჩატაევი, რომელიც ტერორიზმში იყო მოგვიანებით ბრალდებული და თბილისში, ხმაურიანი ოპერაციის დროს ლიკვიდირებული:
-დაჭრილები მოიყვანეს პროცესზე, 2 კაცი და დავამტკიცე სასამართლოზე, ვეკითხები მოწმეს, მდინარე კოდორი შენგან სროლის დროს რომელ მხარეს იყოთქო. მარჯვენა მხარესო, ანუ, შენებისკენ იყავი შეტრიალებული და იქედან მოგხვდა ტყვია-თქო? კიო, იქედან, ჩემებისგან მომხვდა ტყვიაო. პირველი ტყვია ისროლა ლევან გვაზავამ. ესეც დამტკიცდა სასამართლოზე. ეს იყო ოქრუაშვილის მიერ დაგეგმილი სპექტაკლი, ქიბარ ხალვაშის სახლში დაიგეგმა – ჩალით ყოფილა ქვეყანა დაფარული და რა უნდა ვქნა.
ერთს გეტყვით კიდევ, სასამართლოზე რომ ფირები წარადგინეს, ქართულ პოლიციასთან ერთად დავინახე ჩეჩნები, გავაჩერებინე კადრი და ვინ ახლდათ იცით, კოდორში? – ჩატაევი, ახლა რომ მოკლეს ტერორისტობისთვის, ის ჩატაევი ჩემ წინააღმდეგ ჰყავდათ შემოყვანილი სპეცსამსახურებს – რა უნდა ვთქვა მეტი?
რამდენჯერ დავსვი დახურულ სხდომაზე პარლამენტში კითხვა, როდის შემოვიდა საქართველოში ჩატაევი? – ცოცხალი თავით არ მიპასუხეს, 2001 პირველ წელს უკვე შემოსული იყო და გილაევს ახლდა.
თამო კეშელავა, ალია №19
კომენტარები