დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წარედგინა.
როგორც გამომძიებელი ამბობს, მას ბრალი სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის) და 19-109 მუხლის მესამე მესამე ნაწილით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარდეგინა.
ბრადებულის ზაზა მურჯიკნელის ადვოკატის გიგა ბოგვერაძის თქმით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფი დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობს.
„არც ერთ ბრალდებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს, ყოველგვარ შემხებლობას საქმესთან უარყოფს, ჩვენ დღემდე, ამ დრომდე არ გადმოვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ რამე პირდაპირი მტკიცებულების მსგავსი ჰქონდეს. ამოცნობა არ ჩატარებულა, თუმცა ის დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობს და მათ არ შეხვედრია“, – განაცხადა ადვოკატმა გიგა ბოგვერაძემ.
შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი, ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.
კომენტარები