ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში” შიდა კვლევები ჩაატარეს. შედეგები კი იმდენად “კატასტროფული” იყო, რომ 120/30-ის სისტემის შემთხვევაში “ოცნებამ” ყველა მაჟორიტარული ოლქიც რომ მოიგოს, უმრავლესობას მაინც ვერ იღებს.
ნინო ჯანგირაშვილი:
“ოცნებას მისივე შიდა კვლევებით იმდენად კატასტროფული რეიტინგი აღმოაჩნდა, რომ 120/30–ის შემთხვევაში ყველა მაჟორიტარიც რომ მოიგონ უმრავლესობას მაინც ვერ იღებენ. ამიტომ დიდი ალბათობით ჩააგდებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ რა თქმა უნდა, მანამდე ძალიან მკაფიოდ არ აუხსნეს გარედან, რა მოყვება ამას პირადად ივანიშვილისთვის.”
კომენტარები