საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კვლავ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. შეთანხმების პირობებზე “მთავარი” დიპლომატ კურტ ვოლკერს ესაუბრა:
“8 მარტის შეთანხმების შესრულება ორივე მხრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია… მესმის პოლიტიკური ორაზროვნება ასეთ დროს, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ არიან პოლიტპატიმრები და მეორე მხრივ, ამას ხელისუფლება უარყოფს. ეს პრობლემა არაა. პრობლემა არის კომბინაცია, როცა ადამიანებს შესაძლოა ჩადენილი აქვთ ისეთი რამ, რის საფუძველზეც შესაძლოა მათი დაკავება, მაგრამ ამის გამო პოლიტიკური დევნა იწყება შერჩევითად და ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია.”
კომენტარები