გერმანიის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭმვიტანილ პირს, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსებული განთავსებულია უწყების ოფიციალურ საიტზე.
პროკურატურის განცხადებაში საუბარია მკვლელობის დეტალებზე და აგრეთვე ხანგოშვილის კავშირეზე რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლებასთან. გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებენ.
„მკვლელობის გარემოებებიდან ირკვევა, რომ მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევდა კრემლის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის რესპუბლიკებისა და აგრეთვე საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებებს“
შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილს, რომელსაც გერმანიის სამართალდამცავი უწყებები მოიხსენიებენ როგორც თორნიკე ქავთარაშვილად, ბერლინში მოკლეს 2019 წლის აგვისტოში. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.
აღნიშნული მკვლელობის დეტალურ გამოძიებასთან დაკავშირებით გერმანიის მხარის მოთხოვნას რუსეთმა უარით უპასუხა, რომლის შემდეგაც 4 დეკემბერს ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილებით, რუსეთის დიპლომატიური უწყების 2 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევეს.
ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
კომენტარები