კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის სიმღერას, რომელიც კორონავირუსის პანდემიას ეძღვნებოდა მარინა ბერიძე ეხმაურება.
“დავიწყე ამ სიმღერის მოსმენა და გავთიშე. ვერ გავიგე, გავოგნდი. მე ასე ვიცი, თუ ადამიანი მიყვარს და ახლობელია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან იხუმრა, მაგრამ ცუდად იხუმრა. ვატო რომ ნიჭიერი, სერიოზული და განათლებული მუსიკოსია, ამაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს.
იუმორი ზოგს აქვს, ზოგს – არა. ეს სიმღერა იუმორით ვერ მოისმინეს. ვის რა გამოხატვა ჰქონდა ამ თვითიზოლაციაში, არავინ იცის. ვიღაც სერიალებს ჩაუჯდა, ვიღაც წიგნებს, ვატომ აიღო და რაღაც მობოდა. ჩვენ მისი იუმორი არ გვინახავს, მაგრამ ისიც ხომ სასაცილოა ასეთი რეაქცია გქონდეს ამ სიმღერაზე. კარგი, ხო, იხუმრა! ან არ იხუმრა! ისედაც ისეთ შავ დღეში არიან მუსიკოსები. არანაირი სახსრები არ აქვთ და არც არავის აინტერესებს ეს.
მართლა უამრავი საფიქრალი აქვს მუსიკოსს და შეიძლება უცებ გაგიჟდეს. ვიღაცას გამოსდის იუმორი, ვიღაცას – არა. ის სერიოზული მუსიკოსია და გვახსოვდეს, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ”
პრაიმტაიმი
კომენტარები