ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ფანჩატურიდან “თეთრი ბოლი” ამოვიდა. ძრწოდეს “ოცნება”! ცირკის სერიალი დაიწყო. შალიკოს მშობლიურმა სოფელმა მეხუთე ადგილი არგუნა წინა არჩევნებზე და ახლა მორიგ ფიასკოს ნაძალადევში მიიღებს “
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა:
შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაძალადევში იყრის.
შალვა შავგულიძე – მთაწმინდის რაიონში იქნება კანდიდატი.
ელენე ხოშტარია – ვაკის რაიონში.
ჯერჯერობით კვლავ მიდის მსჯელობა ვინ იქნება კანდიდატი სამგორის ოლქში – ლევან ხაბეიშვილი თუ ზაალ უდუმაშვილი.
გლდანში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს
ხოლო ისანში გიორგი ვაშაძე.
კომენტარები