“2020NEWS”-თან მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ ინგუშ ვამსამბეგ ბოკოვს, რომელსაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის სავარაუდო შემსრულებლად მიიჩნევენ, ხელისუფლებაში „საყრდენი“ ჰყავს.
„ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი, ვინც რუსეთიდან შემოდის საქართველოში, აქ, ხელისუფლებაში საყრდენი აქვს. გავიხსენოთ, 2015 წლის თავდასხმა ზელიმხან ხანგოშვილზე, რომელიც შემდგომ გერმანიაში მოკლეს.
საიდან შემოვიდნენ ისინი საქართველოში? ვინ გაატარა ? ვინ გაუშვა? აქ მათ ჰქონდათ საყრდენი და შემოვიდნენ რუსეთიდან, პირდაპირ ჩაცხრილეს ადამიანი, ადგნენ და წავიდნენ.
ასეთი რაღაცეები ხდება. ბოკოვი შემოვიდა საქართველოში და აქ ჰქონდა საყრდენი, 2 თვე თუ 4 თვე, არ ვიცი, ზუსტად. ჰქონდათ განზრახული, რომ მკვლელობა ჩაედინა, მაგრამ გვარამიას ჯგუფის თუ ეს იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დროულად იქნა დანაშაული გამოკვეთილი და ეს ადამიანი აიყვანეს.
ვამსამბეგ ბოკოვს, რასაკვირველია მე არ ვიცნობ, არც გამიგია. პანკისის ხეობაში მის სტუმრობასთან დაკავშირებით, გაჟღერდა ინფორმაცია და რამდენიმე ვერსია დაიწერა კიდეც. ის ოჯახი, ვისაც ბოკოვი სტუმრობდა, ხასო ხანგოშვილი, მთელს ხეობაში ყველაზე საპტივცემულო ადამიანია, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში, ქართველებსა და ქისტებს შორის, ხიდს აშენებდა.
ეს ის ადამიანია, რომელიც ღირსებით, ვაჟკაცობითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. მთელს საქართველოში, თითქმის ყველა რეგიონში თუ ვინმეს აზრი და ჭკუა მოეკითხება, ყველა ხასო ხანგოშვილის მეგობარია.
არ ვიცი, როგორ ან რატომ, მაგრამ ბოკოვი მასთან სახლში აღმოჩნდა, ისიც 5-10 წუთით გაჩერდა და წავიდა. მას ბოკოვთან უშუალო შეხვედრები არ ჰქონია.
ჯოყოლოს ამბავზე რომ ჩამოვიდნენ ჩეჩნები, სისხლის პატიებაზე, ბოკოვი მათთან ერთადაც გამოჩნდა. ნებისმიერს შეუძლია, ინიციატივა გამოიჩინოს და მივიდეს პატიების თხოვნის პერიოდში.
ძალიან ბევრი ინგუში თუ ჩეჩენი იყო მაშინ აქ და სწორედ მათთან ერთადაც გამოჩნდა იგი.
დანარჩენი მასთან დაკავშირებით ხეობაში სხვა ინფორმაცია არ აქვთ.
პანკისის ხეობა არ არის გამოყოფილი, ხეობა არის საქართველოს ნაწილი და ჩვენ ამას ხაზს არ უნდა ვუსვამდეთ.
ეს ადამიანი საქართველოში შემოღწეულია და ეს არის დღევანდელი ხელისუფლების, ძალოვანი სტურუქტურების არაადეკვატურობა, არაპროფესიონალიზმი. ეს არის და ეს.
პირდაპირ და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ რომ არა თემირლანის მკვლელობის შემდეგ ჩემი გაუტეხავი ბრძოლა, ხასო ხანგოშვილის ოჯახშიც ზუსტად იმას გაიმეორებდნენ. ღამით შევარდებოდნენ. ოჯახში ძალიან ბევრი ბავშვია და დიდი ოჯახია, რაღაცას დააშავებდნენ. ესენი არიან მშიშრები და ლაჩრები.
ზუსტად ჩემმა ბრძოლამ გამოიწვია, რომ მიხვდნენ, ასეთი რამ ხეობაში არ უნდა განმეორდეს. ხასო ხანგოშვილთან დღისით, შუადღით დიდი მოკრძალებით ავიდნენ, გაჩხრიკეს და გამოვიდნენ.
ეს ზუსტად მაჩალიკაშვილის ბრძოლამ გამოიწვია.
რაც შეეხება იმას, რომ ბოკოვმა ხეობაში სხვა სახელი გამოიყენა, როგორც ჩანს, ჰქონდა რაღაც ჩაფიქრებული. მე არაერთხელ მითქვამს, რომ საერთოდ ხეობაში, ჩვენთან, ქისტებში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთშიც თითქმის ყველა პიროვნებას ორი სახელი და გვარი აქვს.
ერთი სახელი და გვარი იწერება დაბადების მოწმობაში, რომ ადვილად იყოს წასაკითხი, ჩრდილო კავკასიაში ხომ რუსულად არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული, საქართველოში კი -ქართულად . ასეა ქისტებშიც, მაგალითად რომ ავიღოთ მალხაზ მაჩალიკაშვილი, მე ვწერივარ ქართულად, ისე კი, დაბადების მოწმობაში წერია და დაბადებიდან ჩემი სახელია ვახა.
ასე, ჩრდილოეთ კავკასიაში თითქმის, ყველას აქვს ორი სახელი. შესაძლოა, მან პანკისში რომ იყო ჩამოსული, გვარების შერიგებაზე, უხუცესებსა და სხვა ქისტებს მეორე – მუსულმანური სახელი წარუდგინა და ქაღალდებში კი, სხვა სახელითა და გვარით არის რეგისტრირებული.
მეორე საკითხია, რომ თუ ნებისმიერ ადამიანს დანაშაული აქვს ჩაფიქრებული, ის თავისთავად თავის სახელსა და გვარს ყოველთვის დამალავს“
კომენტარები