სამოქალაქო აქტივისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ალეკო ელისაშვილის ფოტოს და წერს:
“მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილს!
აი, ეს არაკაცი ფოტოზე რომ არის, ხომ იცნობთ ყველა კარგად, კარგად გამოსდის პოპულისტობა კამერების წინ, ხო ეს ვირთხა იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს სკოლის მოსწავლეს რომ დაარტყა ხელი და 8 კაცი რომ გაგვიშვეს ციხეში.
მისი დიდი წვლილი იყო ამაში!
ეს კაცუნა ქალბატონ ნაზის აბრალებს კლანელობას, როცა ნაზი ჯანეზაშვილი სააკაშვილის დროს არ შეუშინდა რეჟიმს და ჩვენზე სიმართლე ილაპარაკა, ეს მაშინ როცა ელისაშვილი ჩვენს წიააღმდეგ ჩვენებებს იძლეოდა 32 ცრუ მოწმე პოლიციელთან ერთად!!! ვისაც ელისაშვილი კაცი გგონიათ მომიყვანეთ და პირში ვეტყვი ყველაფერს!!!
ამის მერე მაინც თუ კაცი გგონიათ, თქვენც მისნაირი არაკაცი ყოფილხართ!
მიშას დროს 8 კაცი გაგვიშვა ციხეში, უდანაშაულო ადამიანები, უმეტესობა სტუდენტები ვიყავით და ერთი სკოლის მოსწავლე! მაგრამ რა მიკვირს, სადაც ბოკერია, ზარდიაშვილი, გუბაზა და სხვები პოლიტიკოსობენ, ელისაშვილის რა უნდა გაგიკვირდეს…“
კომენტარები