ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, მარკვეინ მალინი ეხმაურება ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ სტატიას, რომელსაც ცრუ ინფორმაციას უწოდებს.
ქართული მედიის ინგლისურენოვან სტატიის სათაურად გამოტანილია ამერიკაში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ციტატა: „დოკუმენტზე ხელმომწერთა ნახევარი არ იზიარებს იმ აბზაცს , რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე“.
„მე ვნახე ერთ-ერთი ქართული პრესის გამოქვეყნებული სტატია რესპუბლიკური პარტიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე. ნუ შეცდებით, ეს ყალბია. მე და ჩემი კოლეგები ვართ თავისუფლების დამცველები და არ დავიხევთ უკან ჩვენს ბრძოლაში პუტინის ახლო მეგობრების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოშიც“
კომენტარები