“გვარამიას უკრაინა არ უნდა ეხსენებინა”, – Obozrovatel-მა ადეიშვილის და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.
უკრაინულმა გამოცემამ Obozrovatel მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
ჩანაწერში ისინი გიორგი გაბუნიას საქმესა და ნიკა გვარამიაზე საუბრობენ.
სააკაშვილი: გვარამიას ცოტა აკლია ოღონდ, ნაბი@ვარი და ავადმყოფია.
ადეიშვილი: მანდ სხვა რაღაცა იყო. აქ მართლა ვეხმარებოდით მაგას და მერე… ამ ნიკამ ვერ მოითმინა, წამოაყრანტალა. მერე გამოვიდა და გაიჩალიჩა ეს რაღაც. რაში სჭირდებოდა.
[….]
სააკაშვილი: გვარამიამ მასალები ნახა თუ რატომ თქვა?
ადეიშვილი: იჩქარა ეტყობა, შეიძლება ნერვები მოეშალა. ახლა ესენი მიაწვებიან. არაფრისგან გააკეთა ასეთი რაღაც. და მერე მოულოდენელად ფორმულამ გააკეთა და ამან გაჩითა რა. შეშურდა. ეს თემა ჩვენთან უკრაინაში ჩამოგვივიდა საქართველოდან.
სააკაშვილი: გაბუნია არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა.
ადეიშვილი ასევე ამბობს, რომ არ ესმის, რაში დასჭირდა გვარამიას იყო უკრაინის ხსენება ქართულ სკანდალებში. მისი თქმით, ამით გვარამიამ როგორც ადეიშვილი, ისე სააკაშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
“უკრაინა საერთოდ არ უნდა ეხსენებინა”, – ამბობს ადეიშვილი
უცნობია, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური. ჯერ ის მასში მონაწილე არც ერთ პირს არ დაუდასტურებია.
კომენტარები