უკრაინულმა გამოცემამ Obozrovatel მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
უკრაინული გამოცემა, ჩანაწერის გავრცელებასთან ერთად, წერს:
“იცოდა მიხეილ სააკაშვილმა, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა? – ჩანს, იცოდა.
ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორმა ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ და არ შეატყობინეს საქართველოს ხელისუფლებას, დიდი დროის მანძილზე ხელს მალავდნენ ინფორმაციას მკვლელობის დამკვეთის, ორგანიზატორის და შემსრულებლის შესახებ.”
შეგახსენებთ, ეს ტესტი ჩანაწერთან ერთად გაავრცელა უკრაინულმა გამოცემამ “Obozrovatel”
უცნობია ჩანაწერი არის თუ არა ავთენტური, ჯერ ის არც სააკაშვილს და არც ადეიშვილს არ დაუდასტურებია.
კომენტარები