პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წევრებს მიმართავს, რომ თავს გაუფრთხილდნენ და კვირას, 21 ივნისს საარჩენო სისტემის ცვლილების კენჭისყრა ავადმყოფობის გამო არ გააცდინონ, რადგან მათი ხმები მნიშვნელოვანია:
“ბატონო ანრი, რადგან თქვენ დაადასტურეთ რაოდენობა, 92 ადამიანი, მართლა იმდენად მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება, თავს გაუფრთხილდით და ვიღაცამ მერე ავადმყოფობა არ მოიმიზეზოს, რომ ამიტომ ვერ მოვედი და ჩავარდა და ა.შ. თავს გაუფრთხილდით მაქსიმალურად, საფრთხეში არ ჩაიგდოთ თავი, არ გაცივდეთ, სწრაფად არ იაროთ… რომ ჯანსაღები და ჯანმრთელები მოხვიდეთ აქ და მხარი დაუჭიროთ”
კომენტარები