“ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“აი, აქ უნდათ მავნებლებს ონის კასკადის აშენება!
გუშინ 18 ივნისს, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე სტიქია გამოიწვია: სოფ უწერაში, მდინარე მუშუანის ადიდების შედეგად რიონის დონემ კალაპოტში მნიშვნელოვნად მოიმატა და ეკლესიასთან გადასასვლელი საცალფეხო ხიდი მთლიანად მოწყვიტა, ალპანა მამისონის 130-ე კილომეტრზე კი მეწყერი ჩამოწვა.
არა ონის კასკადს!!!”
კომენტარები