პარლამენტის თავმჯდომარისა და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადება:
“ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, როცა გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, ეს არის Covid-19, ეს არის პანდემია, მან უზრუნველყო პროცესების ეფექტური მართვა, ყველა სტრუქტურის ჩართულობა, კოორდინაცია.
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იმსახურებს, რომ პარტიის პირველი ნომერი იყოს.”
ხოლო დამაზუსტებელ კითხვაზე, რას ფიქრობს ის გახარიაზე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრზე 20 ივნისის ღამეს, თალაკვაძემ განაცხადა:
“ეს შეკითხვა რამდენჯერაც არ უნდა გამიმეოროთ, მე მექნება ერთი და იგივე პასუხი. სავარუადოდ, წლების შემდეგაც მექნება იგივე პასუხი, რომ როდესაც მზადდებოდა შეტევა კონსტიტუციურ ინსტიტუტზე, სახეზე იყო ძალადობა პოლიციელებზე, პოლიციამ და შს სამინისტრომ იმოქმედეს ადეკვატურად. შს მინსიტრი გახდათ მაშინ, შესაბამისად, მინისტრმა და სამინისტრომ იმოქმედეს იმ ფარგლებში, რომ შეესრულებინათ ვალდებულება”
კომენტარები