ბლოგერი, გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეჰ, ვირი ხეზე ავა, კატა ძეხვს შეწვდება შუაგულ პარასკევს, ყველა პლანეტაზე იპოვიან სიცოცხლეს, სალომე ზურაბიშვილი გამართულად იმეტყველებს, ქალწულობის ინსტიტუტს აკრედიტაცია შეუჩერდება, მგელი და კრავი ერთად მოძოვენ ბალახს, მამაოები ჯიპებიდან ველოსიპედებზე გადასხდებიან…
მაგრამ…
აი, ამ საქართველოს რკინიგზას აღარაფერი ეშველება! ამ შუაგულ პანდემიაში:
– მგზავრების ერთმანეთის ბაყვები ადევთ სახეებზე
– ყველა ფანჯარა ჩარაზულია, კარგად რომ იტრიალოს გარშემო ბაქტერიამ
– ბილეთი აუცილებლად ქაღალდის უნდა გქონდეს, ორჯერ შეგიმოწმონ, მანამდე ათასი კაცის ბილეთზე შენახები ხელებით, სამაგიეროდ ხელთათმანიანით (რომელიც ბაქტერიას კიდევ უფრო კარგად ინარჩუნებს)…
– შემოვედი და ხელი სად დავიბანომეთქი და ტუალეტები მცხეთამდე ჩაკეტილიაო
– სკამებზე თავის მისადებებიც კი არ არის ერჯერადი, აი ავტობუსებში და ფრენების დროს რომ ცვლიან…
სამაგიეროდ ოკ, სიცხეს გვიზომავენ და პირბადეებში ვიგუდებით. პუპი ღელავს და სახიდან მაგლეჯს ნიღაბს 😃 თან ესეც შოკშია, სახეზეც ეტყობა :დ
ჰოდა, საზღვრები რატომ არის ჩაკეტილი ამ დრომდე – მეტყვის ვინმე? თუ საქართველოს მოქალაქეები ხელშეუხებელია და არიქა, თვითმფრინავია ბუდე? ძალიან ვღიზიანდები უკვე, არამხოლოდ მე და ღმერთმა უწყის, როდის იფეთქებს ჩვენი მოთმინების – გადავსებული ფიალა”
კომენტარები