მსახიობმა მიშა გომიაშვილმა უცნობის რადიო გადაცემაში თეატრებისთვის და საზოგადოებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შედეგად დაადგინა. რეგულაციების მიხედვით, ჯერჯერობით არ იგეგმება თეატრების გახსნა.
“ისეთი რეგულაციებია, არა მგონია ნორმალურ ადამიანს მოუვიდეს თავში. როცა რუსის ჯარი იდგა აქ, იმათმაც კი არ გაგვიკეთეს ეს ამბავი, 12 საათამდე იყო კომენდანტის საათი. იქნებ ვერ მოვასწარი პურის და სიგარეტის ყიდვა 9 საათამდე?!
20 მილიონი ლარი დააკლეს თურმე კულტურას, ჩერჩილი გამახსენდა, ბიუჯეტი შეუტანეს, დახედა და კულტურა რატომ არ არისო იკითხა, რაზეც უპასუხეს, რა დროს კულტურაა ომი არისო.
ჩერჩილმა კი თქვა, კულტურა თუ გვაქვს რისთვის ვომობთო?
რას ნიშნავს, სპექტაკლი სამი კაცისთვის უნდა ვითამაშოთ? ონლაინ სპექტაკლები არ არის სწორი. მსახიობი ვარ, სხვისი არაფრის კეთება არ ვიცი. უმეცრებით კეთდება ეს ყველაფერი, ვიღაცამ თავი ხომ უნდა გამოიჩინოს?” – განაცხადა მსახიობმა.
რეზონანსი
კომენტარები