საპარლამენტო მოსმენაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 20 ივნისის დარბევის კადრები გაუშვა, მალევე გავრცელდა ასევე კადრები, სადაც ჩანს, რომ მაია ცქიტიშვილი ამ ვიდეოს ნახვისას იცინოდა. ამბავს 20 ივნისის მოვლენებისას დაშავებული ადამიანის ახლობელი ლილე ლიპარტელიანი ფეისბუქზე ეხმიანება, ის მაია ცქიტიშვილს მიმართავს და წერს:
“ქალბატონო მაია, 20 ივნისის ღამეს ჩემს ძალიან ახლობელს, რომელიც ობლობაში გაიზარდა და აგვისტოს ომში რუსის ტყვიას გადაურჩა, 7 ტყვია ზურგში მოხვდა, ერთი ყელში და ერთი თვალში.
მხოლოდ 11 ივლისს გაირკვა რომ ბადურა აქვს ჩამოშლილი. 17 ივლისს გაუკეთდა ოპერაცია, ექიმი საიმედოს ვერაფერს გვეუბნება .
როგორ ფიქრობთ, დედამისი რომ გაიგებს ამ ამბავს(არ იცის), თქვენსავით ღიმილით შეხვდება? ”
“ალიას” არქივი
კომენტარები