აშშ-ს საელჩო საქართველოში, განცხადებას ავრცელებს:
20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა.
ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ.
გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, დიალოგითა და კომპრომისით. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი გამოწვევა, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პანდემიაა, გაჩნდება შესაძლებლობებიც. შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად.
ვიხსენებთ რა ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში.
June 20 marks one year since thousands marched on Rustaveli Avenue to protest Russia’s continued occupation of Georgian territory. As we mark this day, on which hundreds were injured, we stand with the Georgian people and their calls to end Russian aggression and strengthen Georgia’s democracy. The past year in Georgia has been marked by challenges and uncertainty, dialogue, and compromise. While the months ahead hold additional challenges – not least of which is the ongoing global pandemic – they also hold opportunities. Further democratization, including electoral reforms that allow greater pluralism in Parliament, and advancing its Euro-Atlantic goals remain Georgia’s best defenses against Russian aggression. As we remember the events of one year ago, we join our Georgian friends and partners in supporting Georgia’s continued democratic development, its sovereignty and territorial integrity, and its Euro-Atlantic integration.
კომენტარები