რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომლის საქართველოში ვიზიტსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ფეისბუქჯგუფში, “მილიონი ქართველი” თავისი მოწოდება გააზიარა.
მოწოდება გავრილოვმა 20 ივნისს, სისხლიანი ღამიდან ერთი წლისთავზე გააზიარა და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის და პირადად პრეზიდენტ პუტინისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
ჯგუფში “მილიონი ქართველი” 543 791 მოხმარებელია და საქართველოში ერთერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია, სადაც სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება.
სერგეი გავრილოვის პოსტს ჯგუფის წევრები გინებით შეხვდნენ.
ჯგუფის ადმინისტრატორის ცნობით, მოგვიანებით გავრილოვმა კიდევ ერთი ვიდეოს გაზიარება სცადა, სადაც ამჯერად ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების მისეულ ხედვას გვთავაზობს, თუმცა ადმინისტრატორმა მას ამ ვიდეოს დადების ნება აღარ მისცა.
კომენტარები