სოციალური ქსელის მომხმარებელი, შოთა ფერაძე აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“დაბრუნდა 90 – იანი წლები?- ეს საქართველოა 2020
დილით გამოვედი სახლიდან და მერე აღმოვაჩინე რომ სანთებელა არმქონდა.უბნის პატარა მაღაზიაში შევიარე სანთებელაზე (არ ვაკონკრეტებ შეგნებულად). მივესალმე თუარა იქვე უთხარი რაც მინდოდა და თან ლიმონათიც მოვთხოვე გამყიდველს. შევამჩნიე რომ შეწუხებული იყო,ვკითხე რა მოხდა? დაიწყო ამბების მოყოლა:
ეჰ შვილო მგონი დაბრუნდა 90 -იანი წლები…დღეს დილით ჩემი მაღაზია გატეხეს და რაღაცეები წაიღესო…დამაინტერესა და შევჩერდი,ძალიან შეწუხებული ჩანდა ადამიანი.
– როგორ გატეხეს ? დაცვაზე არ იყო მაღაზია?
– დაცვაზე კი იყო მაგრამ სანამ დაცვა მოვიდა მოასწრეს წაღება…
-თქვენ რადროს გაიგეთ?
-მე თავად დაცვამ დამირეკა და რომ მოვედი უკვე მოსულები დამხვდენ…
-გისოსები რომ დააყენოთ?(გამოსავალი მინდოდა მეპოვნა)
-ეჰ შვილო გისოსები მეყენა და ამახსნევინეს არ შეილებაო.ეხლა კიდევ რაც ნისიად მოტანილი საქონელი მეწყო ნახევარი აღარაა.დაცვა დროზე კი მოვიდა მაგრამ გაასწრეს ალბათ.
-ეხლა რას ფიქრობთ გამოსავალს?
-ეხლა მინდა ცნობა მომცენ რაც მოხდა, იქნებ გისოსები მაინც დამაყენებინონ,ამის უფლებას ვითხოვ.
-ბევრი წაიღეს???
-ჩემთვის ბევრია ეს, ვიღაცასთვის შეილება ცოტა იყოს მაგრამ აქ არ პატარა მაღაზიაში ბევრია.დაბრუნდა 90-იანები თუ რა უბედურებაა??? ადრე დაცვა მყავდა და მერე მეორე მოვიდა ნახევარ ფასად,მეც გადავედი შეღავათი იქნებათქო.
-კარგით,ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ…
წამოვედი და გზაში ვფიქრობდი ჩემთვის…არ ვაკონკრეტებ ფაქტებს მაგრამ ბოლო 4 ფაქტია უკვე ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ხდება რაღაცეები.ვისი საქმეცაა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც იმ ქალის სიტყვები ჩამესმის ყურში:
,,ეჰ შვილო…დაბრუნდა 90 -იანები???
ეს საქართველოა და 21 საუკუნეა…კალენდარზე 2020 წელია და ხალხი ამას არუნდა ამბობდეს…ვინც წაიკითხავთ მაინტერესებს თქვენი აზრი ასეთ ამბებზე აბა თქვენს ირგვლივ რახდება…მარტო აქაა ასე?თუ ზოგადად ასეა???…
,,დაბრუნდა 90-იანები???”
კომენტარები