ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვიიშ
სოზარ სუბარს განუცხადებია, პატიმრებს ყველაზე მეტად ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს აწამებდნენო..
მთავარ მწამებლად შერაცხული ბაჩო ახალაია შენ დაუსვი სახალხო დამცველის მოადგილედ, სანამ სვანები არ დაგემუქრნენ, სანდრო გირგვლიანზე ხმა ვერ ამოგაღებინეთ.
თუ ეგეთი პალაჩი იყო ოქრუაშვილი, რას შევარდი გიჟივით მაგის პარტიაში და ხოტბას ასხამდი ცისკარსა და მწუხრზე.
იმასაც კიდევ რა საოცარი ნიჭი აქვს შენნაირ საეჭვო რეპუტაციის ხალხს მაგნიტივით რომ იზიდავს.
პ.ს.
შს მინისტრობის დროს როდის მოასწრო ირაკლიმ წამება, ცხინვალის რეგიონში იყო სადაც საომარი მოქმედებები მიდიოდა.
ისე მაგ დროზე წესით უნდა ჰქონდეს შებზე რაღაც მოსაყოლი, მაგრამ შენ დონეზე ვერ დავა.
ახლა ჯობია დავსვა წერტილი, რაღაც დამეწერინება. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ყველაფერი არ ითქმება.”
კომენტარები