დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, სოფიო კილაძე შინაგანად უფლებადამცველი არაა და კომიტეტიც, რომ აჩუქონ, ეს ფაქტი მაინც უცვლელი დარჩება:
„მეც ვიზიარებ ამ პათოსს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქვთ და აქვთ სრულიად სამართლიანად. უფლებადამცველი თუ არ ხარ შინაგანად და არ გაქვს მგრძნობელობა რა არის ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს, დაგარქვან სახელი და გაჩუქონ კომიტეტი, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მისი წყალობით და არა უფლებადაცვით საქმიანობას, უფლებადამცველი ვერ გახდები. ის, რომ კილაძის მიმართ არსებობს ასეთი მკვეთრად კრიტიკული და უარყოფითი განწყობა უფლებადამცველებისა, მე არ მიკვირს“
კომენტარები