ხარაგაულის მერიის მაღალჩინოსანმა მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ნათესავის ყანაში სამუშაოდ წაიყვანა.
შესაბამისი ვიდეომასალა „მთავარმა არხმა“ მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს, როგორ მუშაობს ათამდე ადამიანი ხელმძღვანელის ნათესავის ყანაში სამსახურის დაკარგვის შიშით.
მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების აიპის დირექტორი თეიმურაზ ფურცელაძე მისი ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
„მთავართან“ საუბარში ინფორმაციას უარყოფს თავად ფურცელაძე
„თანამშრომლები ჩემი არიან თავისუფლები საღამოს 6 საათიდან..უნდა ყანაში წავლენ, უნდა ტყეში წავლენ, უნდა იქეიფებენ. ჩემი ნათესავის ყანაში რა უნდათ?!“ – ამბობს ფურცელაძე.
ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ფურცელაძისგან საპირისპიროს ამტკიცებს ვიდეოჩანაწერიც.
„თემურ ფურცელაძე აიძულებს და ემუქრება სამსახურიდან მოხსნით თანამშრომლებს, თუ მის უკანონო ბრძანებებს არ შეასრულებენ…ისინი თვითდან თვემდე 350 ლარს ღებულობენ და ამის დაკარგვაც არ უნდათ“, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
კომენტარები