ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ, შემოსავლის მიღების მიზნით კი მათ ბავშვის გაყიდვა განიზრახეს.
„მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, ეს პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და დაბადების მოწმობა აიღო. შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა. რა დროსაც ისინი დააკავეს“
გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები