ამ წუთებში, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ფრაქციების თავმჯდომარეებს თხოვნით მიმართავს:
“ფრაქციების თავმჯდომარეებს ვთხოვ, წევრები გააფრთხილონ შემოვიდნენ დარბაზში, მალე კენჭისყრას დავიწყებთ”
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთში დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით კენჭისყრა. უკვე თითქმის ერთი საათია, მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა.
სწორედ ამიტომ, ითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარებს დარბაზში შევიდნენ – საიდუმლო არავისთვისაა, რომ კანონპროექტების განხილვას მეტწილად მხოლოდ რამდენიმე ათეული დეპუტატი ესწრება, როგორ აძლევენ ისინი კანონებს ხმას, რომლის განხილვასაც არ ესწრებიან – ეს ჯერ კიდევ ამოუხსნელია.
კომენტარები