თელავში, სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია 63 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა. პაციენტი, ამ წუთებში თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადგილობრივი შემთხვევა არ არის. ეპიდემიოლოგების თქმით, ის თბილისში, ლილოს ბაზრობაზე მუშაობდა. კლინიკას კი ტემპერატურით გუშინ მიმართა.
ეპიდემიოლოგები სოფელ ყარაჯალაშიც მუშაობენ. ისინი ვირუსის პირველწყაროსა და კონტაქტების მოძიებას ცდილობენ. ისინი ამბობენ, რომ პირველწყაროს და კონტაქტების დადგენა გართულდება, ვინაიდან ინფიცირებული ლილოს ბაზრობაზე ბევრ ადამიანს შეიძლებოდა შეხვედროდა.
კომენტარები