ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი ხელისუფლებას სთხოვს, რომ ყველაფერი გააკეთონ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დასაცავად. ამ თემაზე პოსტი ორგანიზაციამ საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა:
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით მკვლელობის მცდელობას საქართველოში. და ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან იგი. არცერთ ჟურნალისტს არ უნდა ემუქრებოდეს ან შეექმნას საფრთხე მისი სამუშაოს შესრულებისთვის”
კომენტარები