საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე, სადაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს: „არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს“.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.
„მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა. მის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ის არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არასოდეს არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს“
8 წლის მერე რომ იმის გეშინიათ, ბატონო არჩილ, რომ ქართველი ხალხი პოლიტიკურ საჭეს ანდობს სააკაშვილს ვერ არის მთლად კარგი ამბავი.
რაღაცა ისე მოგდით, “შიშმა რომ სიყვარული შექმნა” და მელას რომ თავის მახრჩობელა უყვარდა…
ყველაფერი საშიშია ბატონო არჩილ, ასანთიც, ძირსნაყარი ხილიც, მავზოლეუმში წამოწოლილი ლენინიც…
შიმშილობაა კიდევ საშიში, გაჭირვება, განათლების არქონაა საშიში, სინდისის არარსებობაა საშიში…
მარტო ბიუჯეტის საკუთარ ჯიბეზე მორგება არ არის საშიში…
კომენტარები