ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ექიმები საჯაროდ არ ამბობენ, თუმცა შიდა წრეებში მტკიცდება აზრი, რომ ქართველებს კორონავირუსის წინააღმდეგ, იმუნიტეტი აქვთ.
„საჯაროდ არ ამბობენ, თუმცა ექიმების შიდა წრეებში მუსირებს აზრი, რომ საქართველოს მოსახლეობაში კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი არსებობს. რას უკავშირდება ეს, არ იციან, მაგრამ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ თავის დროზე აკადეესისა, ტეტანუსის და სხვა აცრები კარგად გვიტარდებოდა.
ძირითადად, ეს აცრები ბავშვებში ტარდებოდა და შესაძლოა, იმუნიტეტი ხალხს გენეტიკურად გადაეცა.
ღმერთის წყალობით, საქართველო მართლა მარიამის წილხვედრი ქვეყანა ყოფილა, მე ამაში დავრწმუნდი. ფაქტია, ამ ეტაპზე საქართველო გადაურჩა იმ საშინელებას, რაც შესაძლოა, სხვა ქვეყნის მსგავსად, ჩვენს ქვეყანაშიც მომხდარიყო“
რეზონანსი
კომენტარები