სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა – დაკავებულია ერთი პირი.
თვითმხილველების თქმით, მოხუცი მამაკაცს ხელბორკილები უამრავი ადამიანის თანდასწრებით დაადეს და ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
თვითმხილველების მონაყოლის თანახმად, დაკავებულს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
როგირც ირკვევა სუს-ის მიერ დაკავებუკლულია 60 წლის ბეჟან ხურციძე. ის ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული ერთ-ერთი ააიპ-ისა და სამხედრო დიდების მუზეუმის თანამშრომელია. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ქუთაისის მერიაშიც, თუმცა ხურციძის თანამშრომლებს დაკავების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.
ნიუპოსტი
კომენტარები