ახალი საკნადლური დეტალები 19 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეში – რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ საბედისწერო ღამეს, გიორგი შაქარაშვილთან მყოფ ვახო ახვლედიანს გზატკეცილზე თბილისიდან მომავალი ახალგაზრდები რკინის ხელკეტებით გაუსწორდნენ.
ახვლედიანი დღეს საგამოზიებო ორგანოში მიიყვანეს, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
მეტი დეტალზე ისაუბრა მისმა ადვოკატმა, მზია ქასრაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდას გატეხილი აქვს ცხვირი და შუბლი.
ადვოკატის მონათხრობით, ახვლედიანს ორი ადამიანი გაუსწორდა.
„ცხვირი და შუბლი აქვს გატეხილი, ორი ადამიანი უსწორდებოდა, ხიდზე აქვს დაზიანებები მიყენებული. რკინის რაღაცა ჯოხი ჰქონდათო ხელში”
კომენტარები