საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს ვანო მერაბიშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ მერაბიშვილს ხელისუფლება გათავისუფლებას რამდენჯერმე დაპირდა:
„მეორედ რომ მივიდნენ მასთან, უთხრეს, უბრალოდ თქვი, რომ სააკაშვილი ცუდი ადამიანია და გახვალო. ეს იყო ოთხი წლის წინ, ასე იყო რამდენჯერმე. გათავისუფლების შემდეგ, ის ჩამოფრინდა აქ, მოვიდა ჩემთან სახლში. მე ვუთხარი მადლობა, რომ ჩვენი მეგობრობა არ გასწირე და ჩემზე არაფერი დაწერეთქო, მან მითხრა, ეს შენთვის არ გამიკეთებიაო, ჩემთვის გავაკეთე, რადგან სხვა შემთხვევაში სარკეში საკუთარ თავსაც ვერ შევხედავდიო“
ჟურნალისტის კითხვაზე, იმყოფება თუ არა ის ახლა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ ის საქართველოშია და არჩევნებისთვის ემზადება. „დიახ, ის ემზადება საქართველოში სახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის, ისევე როგორც მთელი ერი“.
1ტვ
კომენტარები