გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალიბეგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს ბავშვები თქვენი მიზეზით ხოცავენ ერთმანეთს! თქვენ გეზარებათ თანასწრობისთვის ბრძოლა, თქვენ იძახით სახლებში – მაინც ვერაფერს შევცვლი, თქვენ ღლიცინებთ გარეუბნებზე და ჩამოსულებზე, თქვენ ასწავლით შვილებს სხვას გადაუაროს, რომ არ გადაუარონ, თქვენ უნერგავთ შვილებს, რომ ის სხვას აღემატება, რადგან მასში ბევრი ინვესტიციაა ჩადებული, თქვენ ასწავლით შვილებს რა მანქანა უნდა ჰყავდეს ლაწირაკს და რომელ კურორტზე უნდა შეეძლოს შეყვარებულის დასვენება…
მდიდრები ზემოდან ყურებას ასწავლით შვილებს, ღარიბები თქვენს სიზარმაცეს და მონურ ბუნებას სხვას აბრალებთ… და ასე, იზრდებიან ამპარტავნებაში, ბოღმაში, ბოროტებაში, შეუწყნარებლობაში, ადამიანური ღირებულებების გარეშე, ცრუ იდეალებით, ბნელი, აგრესიული მენტალობით ეს ბავშვები და მერე თქვენი, უფროსების შეცდომები, მხოლოდ მათ ბრალდებათ…”
კომენტარები