საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:
„ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში არის ძალიან მძიმე. სულ ახლახანს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი წლევანდელი წლის მსოფლიო ეკონომიკის, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად გაუარესებული. მსოფლიოში მოსალოდენლია სულ მცირე 4,9%-ით ეკონომიკის შემცირება, დაცემა, მათ შორის 10% არის პესიმისტური პროგნოზი.
ეს არ შეიძლება არ აისახებოდეს საქართველოზე, საქართველო მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი. დიდად არის ჩვენი კომპანიების მდგომარეობა დამოკიდებული საგარეო ვაჭრობაზე. ბევრი არის ექსპორტზე ორიენტირებული და თუ რა ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ეს მნიშვნელოვანია. ზოგი იმპორტზე არის დამოკიდებული, აქაც მნიშვნელოვანი პრობლემები, შეფერხებებია და რა თქმა უნდა, შიდა ბაზარი ჩვენი, წელს ჩვენ ველოდებით დაღმასვლას.
არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ კომპანიებს გაუუარესდეს ფინანსური მდგომარეობა. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა მიმართული. მაქსიმალურად შევეცდებით, დავეხმაროთ“ (წყარო – 1ტვ)
“ალია” – მარტო ორი კითხვა გვაქვს – აბა, კრიზისს საჩვენოდ გამოვიყენებთო? – ეგ არ იყო მთავრობის ლიდერების მთავარი გზავნილი?
აკი, ტურიზმი გადაგვარჩენსო და ყველა ძალები ტურიზმისკენ მიმართეთ და არა ზოგადად ეკონომიკისკენ – რა შეიცვალა?
არაფერს არ უნდა დაელოდოთ, არა, უნდა იმუშაოთ, მით უფრო რომ ყველაზე დიდი ვალი აიღეთ წელს – ოფისებში ავეჯის გამოცვლას, ლარნაკების ყიდვას და ფუფუნების საგნებს თავის უნდა დაანებოთ, ერთი გზის დაგებაში ბიუჯეტიდან ერთხელ უნდა ვიხდიდეთ ფულს და ა. შ.
ველოდებით დაღმასვლას, ველოდებით, კომპანიების, რომლებიც ძლივს თავიდან იქოქებიან, მდგომარეობის გაუარესებას, ველოდებით მეტ სიღატაკეს და მეტ შიმშილს – როგორი მოსასმენია? და თქვენ, პირადად თქვენ ელოდებით შიმშილს, ქალბატონო მინისტრო? თქვენი ოჯახი ელოდება შიმშილს?
ჩვენ ახლაც ვშიმშილობთ, ანუ, თქვენ თუ შიმშილს ელოდებით, ჩვენ რა მოგველის? შიმშილით სიკვდილი? – ამას გვეუბნებით?
არა, სჯობს წახვიდეთ და ვინც არ დაჯდება და არ დაელოდება ქვეყნის შიმშილით ამოხოცვას, ისე მოვიდეს.
კომენტარები