ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა:
„რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ დიდი ალბათობით მოგვიწევს რეგულარული ფრენების გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ამ პრაქტიკას გავაგრძელებთ ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად.
ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესში შედის რეგულარული ფრენების აღდგენა, რადგან იცით, რომ ჩვენი სამინისტრო ავანგარდში იყო ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის პროცესით, თუმცა ახლა ისეთი ვითარებაა, როცა უპირატესი არის ეპიდემილოგიური ვითარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადავავადებთ და ალბათ ასეც იქნება, ივლისის ბოლომდე რეგულარული ფრენების გახსნას სრული მასშტაბით, ამის მიუხედავად ჩარტერული ფრენები განხორციელდება, თუმცა ძალიან სელექტიურად“
აბა, მოლაპარაკებულნი ვართ და რამდენიმე ქვეყანასთან აღდგება ფრენაო? რამდენმა ქვეყანამ გახსნა საჰაერო სივრცე და არც ერთი არ გვიშვებს?
ხო, აბა, ჩარტერული რეისი მარტშიც იყო და აპრილშიც – ჩვენთვის რაა რო?
ჩარტერული რეისი ნიშნავს – კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სრულდება განრიგის გარეშე და რომლის ყოველი რეისი მოითხოვს შესაბამის ნებართვას ფრენების დაგეგმვისათვის.
რამდენი შეძლებთ ჩარტერული რეისით სარგებლობას, რამდენი ტურისტი ჩამოვა ჩარტერული რეისით?
ამიტომ შეგვამზადა ცოტა ხნის წინ მინისტრმა შიმშილისთვის – არც ფრენა იქნება, არც ტურისტი! რასაც “ალია” კარგა ხანია ამბობს და წერს, რომ ე.წ. ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერა ბლეფია! რადგან ტურისტი წელს არ იქნება.
ამიტომ შეგვამზადა მინისტრმა შიმშილისთვის, რომ არ არის სხვა გეგმა კრიზისის დასაძლევად, გარდა ტურისტული ბიზნესისა.
კომენტარები