ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენდნენ.
ანგარიშის მოსმენისას ბიძინა ივანიშვილის ხსენებამ გააღიზიანა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და განაცხადა, რომ ოპოზიციას ივანიშვილი ყელში ეჩხირება.
“დამთავრდა ის დრო, როდესაც ადამიანებს ხმას უხშობდით, ახლა ვეღარ მოახერხებთ. თქვენ რამდენჯერმა ახსენეთ და ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყელსი გეჩხირებათ, მაგრამ ვერ მოინელებთ, პოლიტიკურად ის იქით მოგინელებთ, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ”
დაპირისპირება მოხდა სოფიო კილაძესა და დეპუტატ ნატო ჩხეიძეს შორის. კილაძემ ნატო ჩხეიძე “იბერიის” ჟურნალისტებისთვის ხელფასების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. ხოლო ნატო ჩხეიძემ ამ ფაქტს სუსის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.
ისე, ქალბატონო სოფიო, ახლა თქვენ იმის თქმას ცდილობთ, რომ მთელი 8 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილს მოუნელებლობა აწუხებდა? და ახლა გამოჯანმრთელდა და როგორც იქნა, მოინელებს? – კარგი, ვნახოთ.
კომენტარები