ჩინეთის ხელისუფლება დაეხმარება უხანში აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაციაში. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
„აშშ-მა უხანში გენერალური საკონსულოს თანამშრომლების სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ჩინეთი ეპიდემიოლოგიური დაცვის წესების დაცვით შესაბამის ზომებს მიიღებს და დაეხმარება მათ ამაში“, – განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
გენერალური საკონსულოს პერსონალის გარდა უხანიდან სამშობლოში რიგითი ამერიკელებიც დაბრუნდებიან. სპეციალური რეისი ჩინეთიდან სან-ფრანცისკოში 28 იანვარს ჩავა.
ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 56 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1600-ს გადააჭარბა.
კომენტარები