19 წლის გიორგი შაქარაშვილს ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ, ოჯახსა და საზოგადოებას ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა მოხდა მცხეთაში საბედისწერო ღამეს.
საქმის მოწმეების დაკითხვა და ექსპერტიზა ამ დრომდე გრძელდება. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დაბადების დღის მონაწილეთა ექსპერტიზის პროცესი, დღეს დილიდან განახლდა.
“მთავარი” ესაუბრა ერთ-ერთი მოწმის ახლობელს, რომელიც ამბობს, რომ დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც შაქარაშვილი იმყოფებოდა, დაპირისპირება სრულიად უმნიშვნელო მიზეზის გამო დაიწყო. ახალგაზრდების უთანხმოება, სავარაუდოდ, სადღეგრძელოში ნათქვამ სიტყვებს მოყვა:
რაც ვიცი, იმდენად უაზრო მიზეზია, სასაცილოდაც არ მყოფნის. რაღაც სადღეგრძელოს გამო “გამოეკიდნენ” სიტყვებზე.
კომენტარები