მწერალი, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, წერს:
რასაც არ უნდა ვაკეთებდე , ის ლამაზი ბავშვი არ ამომდის გონებიდან…
ვუყურე ყველა არხის ყველა საინფორმაციოს, წავიკითხე ათეულობით სააგენტოს სტატიები…
წავიკითხე კომენტარებიც…
თუ ტკენაა, ბარემ ბოლომდე მეტკინოს – მეთქი.
ერთადერთი, რასაც ვლოცულობ ახლა, გამოძიებამ დადგინოს რომ არ მოუკლავთ…
ვიცი, მაინც მკვლელობაა, მაგრამ ისიც, ზუსტად ვიცი რასაც და რატომ ვწერ…
ჩემი ძმა რომ მოკლეს, დღემდე ვფიქრობ ხოლმე – რა იქნებოდა მისი ბრალი ყოფილიყო, ცოტათი მაინც, სულ ცოტათი ! ან გზაზე გადაერბინა, ან რავიცი, რაღაც მოეფიქრებინა და თვითონაც ყოფილიყო დამნაშავე თავის სიკვდილში…
ოდნავი შვებაა ეს.
მაგრამ რომ იცი ალალ – მართალი, სრულიად უდანაშაულო მოგიკლეს, რომ საკუთარ სიკვდილში იოტის ოდენადაც კი არ უდევს ბრალი – კიდევ უფრო უბოროტდები ცხოვრებას…
კომენტარები