მსახიობი ია სუხიტაშვილი, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,ორი დღეა შეძრული ვარ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბით, მით უფრო აუტანელია როდესაც უდანაშაულო ადამიანს კლავენ,
კლავენ თან ასე სასტიკად, დაკითხული ოქროს მოწმის მონათხრობმა საერთოდ გამანადგურა, ვერ ვხვდები რატომ გახდა ეს ხალხი ასეთი (ზე) სასტიკი.
რა უნდა მომხდარიყო ისეთი იმ დაბადების დღეზე რომ ვინმე ასე სასტიკად მოეკლათ, გიორგის რაც დამართეს ამას ჩაქოლვა ქვია, იმედს ვიტოვებ დაისჯებიან მკვლელები ყველაზე სასტიკი სასჯელით, სრულებითაც არ მაინტერესებს მათი ასაკი, ან ვისი შვილები არიან, სპორტი რითიც არინ დაკავებულები.
როგორი მიღწევები ჰქონდათ, არანაირი დანდობა მათ და დაე ეს მაგალითი იყოს ყველასთვის და მითუმეტეს მათთვის ვინც თავის სპორტული ძალის დემონსტრირებას ასე სასტიკად ავლენს.
მზესავით ბიჭს და თანაც სრულიად უდანაშაულოს მოუსწრაფეს სიცოცლე, მონსტრებად ნუ ვიქეცით ადამიანებო საკმარისია………..”
კომენტარები