საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა აირჩიეს. მის კანდიდატურას ხუთმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ დაუჭირა მხარი.
ოფიციალური განცხადება მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ლომთაძემ გააკეთა.
მისი თქმით, თავდაპირველად თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე საკუთარი ხედვები წარადგინეს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა შედგა.
მერაბ ტურავას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობობაზე კიდევ ერთი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა იყო წარდგენილი. მას ოთხმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.
კომენტარები