თბილისის მერი კახა კალაძე დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერიის ახალ პროექტთან დაკავშირებით საუბრობს.
კითხვაზე, „რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ მერიისგან ქვეყნდება ფოტო, სადაც ჩანს სამი მედიასაშუალების ლოგო, რომელიც სისხლში დნება?“- კალაძემ უპასუხა:
„სისხლი სად ნახეთ? სისხლი არ არის, ჩემო კარგო, ტყუილებში დნებიან, დაღვენთილია ტყუილებში. რაც შეეხება ფეიქ ნიუსებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჩვენი მხრიდან უხეში სახით, უბრალოდ თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე, ჩვენი მხრიდან იქნება ფაქტებით და არგუმენტებით დასაბუთებული პასუხები, ყოველგვარი გადაჭარბებული სიტყვების გამოყენების გარეშე.
უბრალოდ ვისაუბრებთ ფაქტებით, რომ საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. გითხარით, სისხლი არაფერ შუაშია, ეს არის ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგიები. რაც შეეხება ინფორმაციებს და სიუჟეტებს, ძალიან ცუდია, როცა ასეთი სიუჟეტები კეთდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარებს და თქვენ ცდილობთ, არ გაუშვათ ან გაუშვათ მიჭრილ-მოჭრილი. საზოგადოება რომ არ შევიდეს შეცდომაში, კარგი იქნება, ყველა თქვენს მიერ გაჟღერებულ სიუჟეტზე იყოს არგუმენტები, რომ თავად გააკეთოს მოსახლეობამ ანალიზი“
დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს სახელით – მერის მართალი მუშტი მოგხვდებათ ცხვირ-პირში და პირველი ვიდეოჩართვა მერმა დღეს, 22:00 საათისთვის დააანონსა.
მერიის მიერ გამოქვენებულ ფოტოზე ნაჩვენებია სამი ტელევიზის– „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ლოგო.
კომენტარები