საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 8 მარტის შეთანხმებას კიდევ ერთხელ ეხმაურება:
“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აუცილებელია, 8 მარტის შეთანხმებაში და მის სრულად შესრულებაში ორივე მხარემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. საუკეთესო პრაქტიკები გვეუბნება, რომ როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას ეხება, რაც შეიძლება ფართხო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ეს არის ნიშანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მთელი მსოფლიოსთვის, რათა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ თამაშის წესები შეთანხმებულია”
კომენტარები